მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ინფლაციის დონე 8.3%-იან ნიშნულზეა

63207d5b46104
გიორგი თოლორდავა
13.09.22 16:56
671
აშშ-ში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა - აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 8.3% შეადგინა, რაც 0.8 პროცენტული პუნქტით ნაკლებია ივნისში დაფიქსირებულ რეკორდულ ნიშნულზე, თუმცა 0.2 პპ-ით აღემატება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

სტატისტიკის ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, საბაზო ინფლაციის ინდექსი (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს ენერგორესურსებისა და სურსათის ფასებს, ერთ თვეში 0.6%-ითაა გაზრდილი, ხოლო ერთწლიან ჭრილში აღნიშნული მაჩვენებელი 6.3%-იან ნიშნულს აღწევს, რაც აგრეთვე 0.2 პროცენტული პუნქტით მეტია პროგნოზირებულ ნიშნულზე.

ინფლაციის დონის მოსალოდნელზე ნაკლებად შემცირების ფონზე, ექსპერტები აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებას პროგნოზირებენ.

მოსალოდნელია, რომ მიმდინარე თვეს რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 75-100 საბაზო პუნქტით გაიზრდება.

საგულისხმოა, რომ ივნისში ინფლაცია 9.1%-იან ნიშნულზე იყო, რაც 1981 წლის შემდეგ დაფიქსირებულ უმაღლეს მაჩვენებელს წარმოადგენდა.