მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ინფლაციის დონე 6.5%-მდე შემცირდა

63c01c11dd848
გიორგი თოლორდავა
12.01.23 18:46
650
ამერიკის შეერთებულ შტატებში წლიური ინფლაციის დონე, როგორც მოსალოდნელი იყო, 6.5%-იან ნიშნულამდე შემცირდა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ხარჯებს, აღნიშნული მაჩვენებელი 5.7%-მდეა შემცირებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი ნელდება.

შედარებისთვის, ნოემბერში წლიური ინფლაცია 7.1%-ს შეადგენდა, ხოლო საბაზო CPI 6%-იან ნიშნულზე იყო.

ინფლაციის ტემპის შენელება, პირველ რიგში, ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებითაა განპირობებული. შეგახსენებთ, რომ FED-მა გასულ წელს ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი 4.5%-მდე გაზარდა, რაც სწორედ რეკორდულად მაღალი, 9%-იანი ინფლაციით იყო განპირობებული.

ინფლაციის შენელება FED-ს, სავარაუდოდ, მონეტარული პოლიტიკის შერბილებისკენ უბიძგებს, რასაც ინვესტორები და ტრეიდერები პოზიტიურ სიახლედ იღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები