05.ივნისი .2020 20:50

აშშ-ში მაისში უმუშევრობის დონე 13,3%-მდე შემცირდა

views 376
უკან

აშშ-ში მიმდინარე წლის მაისში უმუშევრობის დონე 13,3%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც ექსპერტები მაისში ამ მაჩვენებლის 20%-მდე გაზრდას ვარაუდობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მაისის თვეში აშშ-ს ეკონომიკამ გამოცოცხლება დაიწყო და შედეგად 2.5 მილიონამდე სამუშაო ადგილიც გაჩნდა, მაშინ როდესაც აპრილის თვეში უმუშევრობის მაჩვენებელი 14,7%-ზე იყო და 20.7 მილიანი სამუშაო ადგილი დაიკარგა.

”შრომის ბაზრის აღნიშნული გაუმჯობესება გამოწვეულია ეკონომიკის გააქტიურებით, რაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას მოჰყვა“, - განაცხადა შრომის სტატისტიკის ბიუროს კომისარმა უილიამ ბიჩმა.

შრომითი ბაზრის გაუმჯობესებას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მაისის თვეში სამუშაო ადგილების თვალსაზრისით წარმოუდგენელი ზრდაა“, რასაც ის მხოლოდ მიესალმება.