მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში პილოტები ავიაკომპანიებს ჩინეთის მიმართულებით რეისების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

5e347f6ad254c
BM.GE
01.02.20 00:30
1025
პილოტები და ბორტგამცილებლები ავიაკომპანიებს ჩინეთის მიმართულებით რეისების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. ამის მიზეზი ახალი კორონავირუსის სწრაფი გავრცელებაა. როგორც „როიტერსი“ იტყობინება, American Airlines-ის მფრინავებმა საჩივარიც შეიტანეს აღნიშნულთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების დაახლოებით 10 000 შემთხვევა დაფიქსირდა, დაღუპულია 213 ადამიანი, თუმცა, ვირუსი უკვე გამოავლინეს 18 ქვეყანაში, და ამის მიზეზი ძირითადად, სავარაუდოდ, სწორედ თვითმფრინავების მგზავრებია.

აშშ-ი ურჩევს თავის მოქალაქეებს არ გაემგზავრონ ჩინეთში. თუმცა, თეთრი სახლის ადმინისტრაციას ჩინეთის მიმართულებით ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება არ მიუღია.

ამერიკული ავიაკომპანიები კი, რომლებმაც შეამცირეს ფრენები ჩინეთისკენ მიმდინარე კვირას, ახლა რეისების კვლავ განახლებას განიხილავენ.