მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასოცირების ტრიოდან საქართველო რუსეთთან მარტო არ უნდა დარჩეს - ზვიად ჭუმბურიძე

62b0455ad3f00
მარიამ ვარადაშვილი
20.06.22 21:00
708

ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივნის სანდრო ჭუმბურიძის აზრით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის 6-თვიანი ვადის გასაზღვრა ნიშნავს იმას, რომ მათ სურთ, საქართველომ ეს სტატუსი მიიღოს.

როგორც მან BMG-ის ეთერში განაცხადა, ევროკომისიას მოლოდინი აქვს, რომ წლის ბოლომდე საქართველო რეკომენდაციებით განსაზღვრულ რეფორმებს გაატარებს.

"ასოცირების ამ ტრიოდან საქართველო რუსეთთან მარტო არ უნდა დარჩეს. ეს რეალობა ძალიან კარგად ესმით ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღებ პოლიტიკოსებს და მათ კარგად იციან თუ რა მივიღეთ 2008 წლის ომის შემდგომ და რა გართულება მოჰყვა ამ ომს. 23-24 ივნისს, როცა ევროპელი ლიდერები შეიკრიბებიან, შანსი არ არსებობს იმის, რომ კანდიდატობა მივიღოთ. ევროკომისიამ საკუთარი რეკომენდაციით ეს საკითხი ერთგვარად წინასწარ განსაზღვრა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღე, როგორც არასდროს, გვჭირდება ეს სტატუსი. ევროკომისიის მიერ ევროპული პერსპექტივის მოცემა ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ შანსი გვაქვს. მათ მიერ გასაზღვრული თარიღი რაც არის წლის ბოლომდე კიდევ ერთი ნიშანია, რომ ევროკომისია და ზოგადად ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველომ სტატუსი მიიღოს”,-აცხადებს ჭუმბურიძე.

17 ივნისს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. რაც შეეხება საქართველოს, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, ევროკომისია საქართველოს საკითხს მოუბრუნდება.