მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Aston Martin-ის განვითარებაში 500 მილიონ სტერლინგს ჩადებენ

5e341ebab2e1c
ნათია თაქთაქიშვილი
31.01.20 21:53
883
ბრიტანული ძვირად ღირებული ავტომობილების მწარმოებელი Aston Martin-ი გეგმავს კომპანიის დაფინანსება 500 მილიონ სტერლინგამდე გაზარდოს. ამის შესახებ BBC-ი წერს. როგორც გამოცემა აცხადებს, კონსორციუმის ხელმძღვანელი მილიარდერი ლოურენს სთროლი 182 მილიონის ჩადებას აპირებს საწარმოში, ხოლო დანარჩენი სახსრების მოზიდვას პარტნიორი ინვესტორებისგან შეეცდება.

აღსანიშნავია, რომ ლოურენ სთროლი Formula 1-ის Racing Point-ის მფლობელიც არის, როგორც მილიარდერი ამბობს Racing Point-ი ასტონ მარტინის ბრენდით იასპარეზებს Formula 1 -ის 2021 წლის შეჯიბრზე.

მწარმოებლის თქმით, აღნიშნული ფინანსური ნაბიჯები მიმართულია კომპანიის შემოსავლების გასაუმჯობესებლად, რადგან 2019 წელი კომპანიისთვის არამომგებიანი იყო.