მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AstraZeneca-ს ვაქცინას სახელწოდება შეეცვალა

606307f872366
ნათია თაქთაქიშვილი
30.03.21 17:27
2807
შვედურ-ბრიტანული კომპანია AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სახელწოდებას იცვლის და მისი ახალი დასახელება Vaxzevria იქნება. შესაბამისი ცვლილებები უკვე ასახულია ევროპის წამლის სააგენტოს ვებგვერდზე. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ამ ეტაპზე უცნობია, რატომ მოხდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სახელწოდების ცვლილება, თუმცა ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ სახელის შეცვლა არ არის განპირობებული პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის ცვლილებით, თუმცა აღნიშნულია, რომ პრეპარატის შეფუთვა შეიძლება შეიცვალოს.

European Medicines Agency-ს ვებ-გვერდზე ეს ცვლილება 25 მარტით თარიღდება.

გამოცემა წერს, რომ სახელის ცვლილება, შესაძლოა, მარტში გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდებოდეს. მარტის დასაწყისში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა დროებით შეწყდა ევროპის რიგ ქვეყნებში მას შემდეგ, რაც ვაქცინაციიდან მალევე თრომბოემბოლიის შემთხვევები გამოვლინდა, თუმცა მედიკამენტების ევროპულმა სააგენტომ (EMA) და WHO-მ ვაქცინა უსაფრთხოდ გამოაცხადეს და AstraZenca-თი ვაქცინაცია განახლდა.