მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Roche გახდომის მედიკამენტზე მომუშავე Carmot Therapeutics-ს $3.1 მილიარდად ყიდულობს

Roche

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ფარმაკოლოგიური კომპანია, შვეიცარიული Roche წონაში კლების მედიკამენტების ბაზარზე გააქტიურებას გეგმავს, რისთვისაც ამერიკული Carmot Therapeutics-ი $3.1 მილიარდად შეიძინა.

კომპანიის ეს შეფასება კლინიკური კვლევების ეტაპზე მყოფი სამი მედიკამენტითაა განპირობებული, რომლებზეც ინტელექტუალურ საკუთრებას სწორედ Carmot Therapeutics-ი ფლობს.

ის მედიკამენტები, რომლებზეც Carmot Therapeutics-ი მუშაობს ჯერაც განვითარების ადრეულ ეტაპზე იმყოფება, ცალსახაა, რომ ამ გადაწყვეტილებით, Roche-ს ფარმაგიგანტებთან, დანიურ Novo Nordisk-თან და ამერიკულ Eli Lilly-სთან სურს კონკურენცია. საინტერესოა, რომ ზემოაღნიშნული კომპანიების გარდა, წონაში კლების მედიკამენტებს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნით სახელგანთქმული კომპანიებიც ავითარებენ, საუბარია - ამერიკულ Pfizer-ზე და ბრიტანულ AstraZeneca-ზე, რომელმაც, ამ მიზნით, სალიცენზიო ხელშეკრულება ჩინურ Eccogene-თან გააფორმა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Carmot Therapeutics-ის მსხვილ აქციონერებს შორის კერძო საინვესტიციო კომპანია Horizon Ventures-საც ვხედავთ, რომელსაც ჰონგ-კონგის უმდიდრესი მოქალაქე, ლი კა-შინგი ფლობს, რომლის ქონებას ამერიკული Bloomberg-ი $27.6 მილიარდად აფასებს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები