მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი 18 - ჯერ გაიზარდა - სამინისტრო

60d9b5db09565
BM.GE
28.06.21 15:41
769
2021 წლის 1 მაისიდან 27 ივნისის ჩათვლით პერიოდში, 1,636 ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1,433 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 18-ჯერ აღემატება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორცილებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, რომლის ღირებულებაც 73 ათასი აშშ დოლარი იყო.

"აღნიშნულ პერიოდში, ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო ფასი გაზრდილია 7%-ით და 0.88 $/კგ შეადგენს.

მიმდინარე წელს წარმოებული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, ძირითადად, რუსეთსა (938 ტონა) და სომხეთში (649 ტონა) განხორციელდა",- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.