მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ატომურ ელექტროსადგურში გაჩენილი ხანძრის ფონზე, ბიტკოინის და ეთერიუმის ფასები დაეცა

6221b9d69e252
გიორგი თოლორდავა
04.03.22 11:05
988
უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ხანძრის გაჩენა მყისიერად აისახა კრიპტოვალუტის საერთაშორისო სავაჭრო ბირჟებზე, ბოლო რამდენიმე საათში ბიტკოინის ფასი 4.5%-ით შემცირდა და მისი ამჟამინდელი ღირებულება 41 300 დოლარის ფარგლებშია.

უკრაინაში განვითარებულმა მოვლენამ ასახვა ჰპოვა რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის - ეთერიუმს ფასზეც, რომლის ღირებულებაც გასულ 24 საათში 6.15%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი ETH 2 700 დოლარად ივაჭრება.

უკრაინული მხარის ცნობით, 4 მარტს ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურში ცეცხლი გაჩნდა, რისი მიზეზიც რუსეთის სამხედრო ძალების მიერ მიტანილი იერიში იყო.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ზაპაროჟიეს ელექტროსადგურზე რადიაციის დონის ცვლილება არ ფიქსირდება. უკანასკნელი ცნობებით, მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს.