მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის დონის ცვლილება არ ფიქსირდება - IAEA

622185df255f1
თელარა გელანტია
04.03.22 07:20
641
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის დონის ცვლილება არ ფიქსირდება.

როგორც სააგენტო facebook-გვერდზე წერს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ადგილზე გაჩენილი ხანძარი არ შეეხო "არსებით" აღჭურვილობას და სადგურის პერსონალი შემარბილებელ ზომებს იღებს.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ, ევროპაში უდიდეს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსული მხარის მიერ ინტენსიური დაბომბვის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.