მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ათონის მთა მომლოცველთათვის დროებით იხურება

5e77c1cd439c3
BM.GE
23.03.20 00:01
4311
ათონის მთის სამონასტრო ადმინისტრაციამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, აკრძალულიყო მომლოცველთა და სხვა ვიზიტორთა შესვლა მონასტრის ტერიტორიაზე. ამ გადაწყვეტილებით, მონასტრის ადმინისტრაცია სასულიერო პირების კორონავირუსისგან დაცვას გეგმავს.

ათონის მთა ყოველწლიურად ათიათასობით ვიზიტორს იღებს და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტერიტორიაზე მომლოცველთა შესვლა აიკრძალა. 

ათონის მონასტრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება საბერძნეთის მთავრობის რეკომენდაციებთან არის თანხვედრაში, რომელიც, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის სოციალური დისტანცირების პოლიტიკას ატარებს. 

ათონის მთის 20 მონასტერში 2000-მდე ბერი და მღვდელმსახურია. 

დაწესებული შეზღუდვა 30 მარტამდე იქნება ძალაში, რის შემდეგაც ის კიდევ ერთხელ გადაიხედება. 

22 მარტის მდგომარეობით, საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 624 და გარდაცვალების 15 შემთხვევა არის აღრიცხული.