08.მაისი .2021 19:00

„აუცილებელია ქვეყანაში ბიუროკრატიის შემცირება, ეს ინვესტიციების შემოდინებას ხელს უშლის“

„აუცილებელია ქვეყანაში ბიუროკრატიის შემცირება, ეს ინვესტიციების შემოდინებას ხელს უშლის“
views 974
უკან

ევროპული ბიზნესასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ჯონ ბრაეკეველდტი BM.GE-სთან საუბრისას საქართველოს საინვესტიციო გარემოს აფასებს და იმ საჭიროებებს ასახელებს, რომელიც ბიზნეს გარემოს გააუმჯობესებს.

მისი თქმით, 4 წლის განმავლობაში ევროპის ბიზნეს ასოციაცია საქართველოში ევროპელი ინვესტორების შემოყვანაზე აქტიურად მუშაობს, წარუდგენს რა ევროპულ კომპანიებს საქართველოში ოპერირების პირობებს.

"მთავრობას ბევრჯერ მივაწოდეთ დოკუმენტები, რომელიც ინტერნეტშიც ხელმისაწვდომია და რომელშიც აღნიშნულია, თუ რა მიმართულებითაა მუშაობა საჭირო.

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი კერძო და საჯარო სექტორების დიალოგია, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული. აუცილებელია, ქვეყანაში ბიუროკრატიის შემცირება, ეს ახალი ინვესტიციების შემოდინებას უშლის ხელს. საქართველოს ნაკლი აქ არსებული მცირე ბაზარია. ამიტომ ჩვენ ძალიან კრეატიულები უნდა ვიყოთ და ნიშური ბაზრები უნდა ვიპოვოთ, შევქმნათ სამართლიანი და კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემო, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის განვითარებას შეძლებს“, - განმარტავს ჯონ ბრაეკველდტი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა