მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუცილებელია, სწრაფი გადაწყვეტილებები, ინვესტორისთვის დრო უმნიშვნელოვანესია - "სიმეტრია"

5eb961d8a7725
ანუკა ჯოხაძე
12.05.20 09:00
1161
დეველოპერული კომპანია “სიმეტრიას” გენერალური დირექტორი ტარიელ გაბუნია მთავრობას სწრაფი ქმედებებისკენ მოუწოდებს.

"აუცილებელია, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, რადგან ინვესტორისთვის დრო უმნიშვნელოვანესია”, - ამბობს ის.
გაბუნია ხელისუფლებას ურჩევს, ინდივიდიულურად მიუდგეს ისეთ პროექტებს, რომელიც მსხვილი ინვესტიციით ხორცილდება, რადგან დღეს ინვესტიციები იმაზე მეტად გვჭირდება, ვიდრე - ოდესმე.

"ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, რამდენადაც თითოეული ინვესტორისთვის, მოგეხსენებათ, დრო რამდენად ფასობს და როდესაც რაიმე ტიპის გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც სახელმწიფო უწყებაზეა დამოკიდებული, დროში იწელება ეს ძალიან ნეგატიურად მოქმედებს ბიზნესზე; ამიტომ ძალიან მნიშნელოვანია, რომ სახელმწიფო ინდივიდულურად მიუდგეს ისეთ პროეტებს, სადაც მსხვილ ინვესტიციაზეა საუბარი და ყველა ის ძალისხმევა გაწიოს, რაც საჭიროა ამ პროექტის განსახორცილებლად. მინიმალიზებული უნდა იყოს ის ბიუროკრატიული ბარიერები, რაც მაინც არსებობს დღეს ბიზნესისთვის”, - აცხადებს დეველოპერული კომპანია “სიმეტრიას” გენერალური დირექტორი bm.ge-ისთან.