მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი გეგმაა, 2024 წლის II ნახევარში შოვში პირველი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დავიწყოთ - "სიმეტრია"

64c3d3fe6a791
BM.GE
28.07.23 23:34
814
მრავალწლიანი განხილვების შემდეგ გასული წლის ბოლოს შოვის განაშენიანების გენგეგმა დამტკიცდა, მთავარი გამოწვევა კი ამ ეტაპზე მისი აღსრულებაა. ერთ-ერთ მსხვილ პროექტს, რომლის განხორციელებაც ადგილზე ყაზახური ინვესტიციით იგეგმება, კომპანია "სიმეტრია" უზრუნველყოფს. 3 თვის წინ კომპანიაში აცხადებდნენ, რომ ამ ეტაპზე მესაკუთრეები მუშაობდნენ იმაზე, რომ შოვის განაშენიანება ერთი გეგმის მიხედვით მომხდარიყო. კომპანიაში ამბობენ იმასაც, რომ ტერიტორიაზე შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას საშუალოდ 8-წლიანი პერიოდი დასჭირდება, ჯამური ინვესტიცია კი მხოლოდ მათი მხრიდან 140 მლნ დოლარი იქნება.

აღსანიშნავია, რომ სამი ძირითად მესაკუთრე ტერიტორიის 45%-ს ფლობს, დანარჩენი 55% კი რამდენიმე ათეულ მესაკუთრეს შორის ნაწილდება. როგორც საინვესტიციო პროექტების მმართველი, ირაკლი ბერეკაშვილი ამბობს, სახელმწიფოსთან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების ეტაპი მიმდინარებს, რომ განვითარდეს შოვის ზოგადი ინფრასტრუქტურა.

“2-3 ძირითადი კონტრაქტორის შერჩევამდე მივედით. ჩვენი გეგმაა, 2024 წლის მეორე ნახევარში პირველი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც კონკრეტული ობიექტების განვითარებას უკავშირდება, დავიწყოთ. ამ გეგმიდან არ გადაგვიხედია და არც ვაპირებთ თუ ყველაფერი ისე წავიდა როგორც მოაზრებულია. შოვის განვითარების დაახლოებით 45% წარმოადგენს ჩვენი კონსორციუმი, დანარჩენ 55%-ს ასევე კერძო მფლობელი ჰყავს, რომელთაც ასევე სჭირდებათ ისეთი ინფრასტრუქტურის განვითარება როგორიც მაგალითად შემოვლითი გზაა. შესაბამისად, ეს ყველაფერი სახელმწიფოს მიერ ისეთი გეგმით უნდა განვითარდეს რომ დაეწიოს კერძო სექტორის მიერ განხორციელებულ სამუშაოებს. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ დასრულდეს ნაპირსამაგრი სამუშაოები. სახელმწიფოს მხრიდან ინტერესი და ჩართულობა ძალიან მაღალია. პრემიერის ვიზიტიც იყო. ამ პროექტის იდეაა, რომ საქართველოში ვიტყოდი უპრეცედენტო ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე შეიქნას კურორტი მათ შორის, ბალნეოლოგიური ფუნქციის, რომელიც შეძლებს ოთხი სეზონის განმავლობაში ორი ათასამდე დამსვენებლის მიღებას და მათთვის ისეთი პირობების შექმნას, რომელიც ნებისმიერ სეზონზე დასვენებისა და მათი მიზნების რეალიზაციის საშუალებას მისცემთ”,-ამბობს ბერეკაშვილი.

შოვი ზღვის დონიდან 1600 მეტრზე, თბილისიდან 265 კმ-ში მდებარეობს. კლიმატი საშუალო ალპურია. შოვში ზამთარი ცივი და თოვლიანია, ზაფხული კი ზომიერად თბილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 17 °C). აღსანიშნია, რომ უძრავი ქონების განვითარების კომპანია “სიმეტრიას“ მეშვეობით, 2017 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს კურორტ შოვის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებისთვის აუცილებელი სამუშაოები. რეგიონში განვითარების პროექტის ძირითადი პარტნიორები სასტუმრო "სანსეტ შოვი", სასტუმრო G&M Shovi-Racha Resorts და პანსიონატი "მამისონი" არიან, რომლებიც კურორტის ისტორიული ტერიტორიის ძირითად ნაწილს ფლობენ.

დღეს არსებული განვითარების გენერალური გეგმის თანახმად, კურორტზე 5*, 4* და 3* სასტუმროების, კოტეჯების, სპორტული, გასართობი და ბალნეოგიურ-რეკრეაციული დანიშნულების ინფრასტრუქტურის შექმნაა დაგეგმილი, რაც კურორტს ოთხივე სეზონზე მოსანახულებლად და დასასვენებლად ადგილად აქცევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები