მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტი: საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ–ებში დადგენილზე მეტი სახელფასო დანამატები გაიცა

5d7e1f990f4d8
დავით ჯალაღონია
15.09.19 16:10
1127
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული 3 სსიპ-ის ხელმძღვანელის მიერ, 2018 წელს, 7 შემთხვევაში სახელფასო დანამატის სახით მიღებული 18 020 ლარი არ იყო შეთანხმებული სამინისტროსთან, რაც შეუსაბამოა კანონმდებლობის მოთხოვნებთან – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაშია ნათქვამი.

როგორც აუდიტის სამსახური აღნიშნავს, "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, 22 საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო ეძლევა ზემდგომი თანამდებობის პირის/ორგანოს გადაწყვეტილებით.

გარდა ამისა, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სსიპ–ებში – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თარგმნის ბიუროსა და საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, 2018 წელს თანამშრომლებზე გაცემულმა სახელფასო დანამატმა 20,570 ლარით (9%) გადააჭარბა დადგენილ ზღვარს. ეს მაშინ, როცა კანონის მიხედვით, 23 თანამშრომლის მიერ წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი სახელფასო დანამატის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 20%-ს.