სახელმწიფო აუდიტის სამსახური კოვიდ 19-ის ფარგლებში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული საკითხების აუდიტებს განახორციელებს - ამის შესახებ უწყების მიერ დღეს გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა. ამასთანავე, როგორც ირკვევა, გადაუდებელი დაფინანსებისთვის გამოყოფილი ხარჯების აუდიტის ჩატარება საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკების საგანია და ქვეყანა EU-სგან 15 მილიონი ევროს დაფინანსებას სწორედ აუდიტის ჩატარების შემდგომ მიიღებს.
აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ მათი შესწავლის ობიექტი ქვეყანაში ეპიდემიის მიმდინარეობის პერიოდში მთავრობის მიერ გაღებული ხარჯები იქნება. საუბარია, როგორც ჯანდაცვის და კარანტინის ზონების მოწყობის ხარჯებზე, ასევე ეკონომიკის ხელშეწყობის მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე.
"ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად, საქართველომ ევროკავშირთან გააფორმა ხელშეკრულება 75 მლნ ევროს ოდენობით. დაფინანსების პირველი ნაწილი (60 მლნ ევრო) ქვეყანამ უკვე მიიღო, მეორე ნაწილს კი მიიღებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებისა და ევროკავშირს, საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად, ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრულ საკითხებზე აუდიტების ჩატარების შემდგომ.
სახელმწიფო აუდიტორები აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობას და კანონმდებლობასთან შესაბამისობას შეისწავლიან, კერძოდ:
ჯანდაცვის სისტემაში პანდემიის საპასუხო ღონისძიებებისათვის განხორციელებული შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი − აუდიტის მიზანია, შეისწავლოს 2020 წელს ჯანდაცვის სისტემის მიერ პანდემიის საპასუხოდ შეძენილი საქონელი და მომსახურების (სამედიცინო აღჭურვილობა და მომსახურება) საკითხები;
საკარანტინო ზონების მართვის ეფექტიანობის აუდიტი − აუდიტის შესწავლის საგანი იქნება კოვიდ-სასტუმროების მართვის საკითხი;
მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი − პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია მცირე და საშუალო ბიზნესის ფუნქციონირებაზე. აუდიტის მიზანია შეისწავლოს აღნიშნული გავლენის შემსუბუქებისათვის გატარებული ღონისძიებები", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
2020 წლის განმავლობაში პანდემიის წინააღმდეგ მიმარტული ღონისძიებებიდან ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საკარანტინე სივრცეების მართვის პროგრამა იყო. გასული თვეების განმავლობაში როგორც ტურიზმის ადმინისტრაციამ, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებმა, საკარანტინედ სასტუმროების დაქირავებაზე 120 მილიონამდე თანხა დახარჯეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი