მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების რა ნაწილი სრულდება?

6213640335097
შოთა ტყეშელაშვილი
21.02.22 17:55
688
აუდიტის სამსახურმა რეკომენდაციების შესრულების პროცესის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა. აუდიტის თანახმად, მათ 2018-2020 წლებში ცენტრალურ მთავრობას და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებს 2,500-მდე რეკომენდაცია გაუგზავნეს. აუდიტის სამსახური აღრიცავს, თუ რამდენად ასრულებენ შესაბამისი უწყებები მათ რეკომენდაციებს. 

“2018-2020 წლებში გაცემული რეკომენდაციებიდან სრულად შესრულებულია 43%, ნაწილობრივ შესრულებულია - 17%, შეუსრულებელია - 10%.

რეკომენდაციების 30% მიმდინარეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რეკომენდაციების შესრულებაზე სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ვადა ჯერ არ დამდგარა

შეუსრულებელია 2018-2019 წლებში გაცემული რეკომენდაციების 11% და 14%. კერძოდ, ამ რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ვადა გავიდა, თუმცა შესაბამისი ღონისძიებები ჯერ არ გატარებულა,”- ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

როგორც აუდიტის სამსახური წერს, თავად რეკომენდაციები ორ კატეგორიად იყოფა, ესენია “სტანდარტული” და “მნიშვნელოვანი”. თავისმხრივ “მნიშვნელოვანი” რეკომენდაციები უფრო მნიშვნელოვან დარღვევებს და ხარვეზებს ეხება, თუმცა როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ორგანიზაციები “მნიშვნელოვანი” რეკომენდაციების დანერგვისთვის არ აქტიურობენ.

“მნიშვნელოვანი კატეგორიის რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი დაბალია და მხოლოდ 33%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც სტანდარტული რეკომენდაციების 48%-ია შესრულებული.

მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულება საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდან მეტ ძალისხმევას მოითხოვს, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებებს, თუმცა მათი შესრულებით მოტანილი სარგებელი/ეფექტი გაცილებით მაღალია,”- ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.