მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტმა უმაღლეს სასწავლებლებში ავტორიზაციის საფასურის განსაზღვრის ნაკლოვანებები გამოავლინა

644c9c08ba025
ალა ისპირიანი
29.04.23 08:37
718

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 2018-2021 წლების ავტორიზაციის პროცესის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. დოკუმენტის მიხედვით, ავტორიზაციის საფასურის განსაზღვრის ნაკლოვანებები გამოვლინდა. 



შეგახსენებთ, რომ უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის საფასურის სახით მიღებულმა შემოსავლებმა 2 მილიონ ლარამდე შეადგინა. 


ნაკლოვანებები ეხება, იმას რომ მაგალითად, რეგულირებადი სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი სასწავლებლების ავტორიზაციის საფასურში გათვალისწინებულია ექსპერტთა ჯგუფში თანათავმჯდომარის სტატუსით შესული შესაბამისი დარგობრივი კომპეტენციის მქონე საერთაშორისო ექსპერტის შრომის ანაზღაურება 12,000 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც აღნიშნული ექსპერტების შრომის ანაზღაურების ფაქტობრივი ხარჯი, საშუალოდ, 8,000 ლარის ფარგლებში მერყეობს.

„ავტორიზაციის საფასური მოიცავს შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ ხარჯებს, რაც მიუთითებს კრიტერიუმის ნაკლოვანებაზე. კერძოდ, ავტორიზაციის საფასური წარმოადგენს ე.წ. „ნორმატიულ ფასს“, რომელიც დამტკიცებულია სამინისტროს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (მინისტრის ბრძანება), შესაბამისად შეუძლებელია აღნიშნული ტარიფები განისაზღვროს ფაქტობრივი ხარჯების საფუძველზე.

საფასურის განსაზღვრა და უსდ-ის მიერ გადახდა ხორციელდება წინასწარ, ავტორიზაციის მომსახურების გაწევამდე და მისი გაანგარიშება ვერ დაეფუძნება მოცემულ მომსახურებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივად გაწეულ ხარჯებს. რიგ შემთხვევებში მომსახურების ტარიფის მდგენელი ხარჯის ნორმატიული მოცულობა, არსებითად განსხვავდება ამავე სახის ხარჯის ფაქტობრივი მოცულობისაგან.

ავტორიზაციის საფასურში გათვალისწინებული არ არის დავების შემთხვევაში აპელაციასთან დაკავშირებული ხარჯები. განსხვავებული მიდგომაა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შემთხვევაში, როდესაც აკრედიტაციის საფასური ითვალისწინებს აპელაციის ხარჯებს. სულ 2018-2019 წლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საკითხებთან დაკავშირებით, ცენტრის სააპელაციო საბჭოს მიერ ხუთი სასწავლებლის მიმართ მიღებულია 12 გადაწყვეტილება", - წერს აუდიტი. 

დასკვნა: რიგ შემთხვევებში მომსახურების ტარიფის მდგენელი ხარჯის ნორმატიული მოცულობა, არსებითად განსხვავდება ამავე სახის ხარჯის ფაქტიური მოცულობისაგან, რაც ზრდის ტარიფის არასამართლიანობის რისკებს.

რეკომენდაცია: ავტორიზაციის მომსახურებაზე სამართლიანი ტარიფების ჩამოყალიბების მიზნით, მოსახურების თვითღირებულების შემადგენელი ხარჯების ფაქტობრივი მოცულობების არსებით ხასიათის ცვლილებებიდან გამომდინარე, განხორციელდეს მოქმედი ტარიფების პერიოდული გადასინჯვა (რეკალკულაცია).

 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები