მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაციაში დასაქმებულებიც პრიორიტეტულად აიცრებიან - თურნავა

60d1a255477d7
ინგა მურუსიძე
22.06.21 12:45
314
ტურიზმში დასაქმებულების ვაქცინაციას ავიაციის სფეროში დასაქმებულების აცრა დაემატება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„წარმატებით მიმდინარეობს ტურიზმში დასაქმებულების ვაქცინაცია. ამას ახლა დაემატა ავიაციაში დასაქმებულების ვაქცინაციაც, ანუ, პრიორიტეტულად აიცრებიან ბორტგამცილებლები, მფრინავები, დისპეჩერები და ა.შ. ესეც ზრდის ჩვენს შესაძლებლობებს და მიმზიდველობას საქართველოსი, როგორც უსაფრთხო მასპინძელი ქვეყნის," - განაცხადა თურნავამ.