მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაციის სააგენტომ სპეციალისტები უნდა გადაამზადოს, რომლებიც რუსულ კომპანიებს შეამოწმებენ - კოდუა

646490427154a
მარიამ ვარადაშვილი
17.05.23 12:32
649
“ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებელი გიორგი კოდუა ამბობს, რომ რუსული კომპანიები Embraer-ის მიერ წარმოებულ თვითმფრინავებს იყენებენ, რომლებიც მწარმოებლისგან შესაბამის დროულ მომსახურებას ვერ იღებდნენ.

როგორც კოდუამ “საქმიან დილაში” განაცხადა, ოპერირების შენარჩუნების მიზნით, იყო შემთხვევები, როცა რუსული ავიაკომპანიები სათადარიგო ნაწილების მისაღებად სხვა ხომალდებს შლიან. ამის გათვალისწინებით კოდუა თვლის, რომ რუსული კომპანიების შემთხვევაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მკაცრი მონიტორინგი უნდა განხორციელდეს.

“თუ გზა გაუხსნეს და ველოდებით თბილისში ამ თვითმფრინავების დაჯდომას, ვთხოვ დაიწყონ სამოქალაქო სააგენტოში ინსპექტორების სასწრაფოდ დატრენინგება, რადგან უფრო Boeing-სა და Airbus-ზე ვართ ორიენტირებული და მათი სპეციალისტები გვყავს. სუპერჯეტებზე არამგონია შესაბამისი სპეციალისტები გვყავდეს. ან ჩამოიყვანონ უკვე გამზადებული სპეციალისტები, რათა მოხდეს ამ თვითმფრინავების შემოწმება. ავიაცია ისეთი სფეროა, რომ ნდობაზე დამყარებული არ არის. შემოწმებულის კიდევ შემოწმება უნდა მოხდეს. როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ თავად უნდა შევამოწმოთ და რესუსრსი უნდა მოვიძიოთ, რათა თბილისის აეროპორტში დამჯდარი ყველა თვითმფრინავის შემოწმება მოხდეს. როგორ ვთქვი, ჩვენ კადრები გვყვავს Boeing-სა და Airbus-ზე, თუმცა სუპერჯეტების შემოწმებაც უნდა მოხდეს. ევროპამ რუსეთს უარი უთხრა და ამ პროცესში არ დაგვეხმარება. შესაბამისად, უსაფრთხოების ნაწილში მარტოები ვართ",-ამბობს კოდუა.

მისივე თქმით, რუსული ავიაკომპანიები სანქციების გამო გარკვეულ სერვისებს ვერ მიიღებენ. მაგალითად, საბერძნეთიდან იმპორტირებული საავიციო საწვავს საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები ვერ მიაწვდიან.

“საავიაციო ნავთობის სხვა მომწოდებლები თურქმენეთი და აზერბაიჯანი არიან. ისინი სანქციებს არ არიან შეერთებული. რუსული ავიაკომპანიების უსაფრთხოებაზე საუბარი ძალიან რთულია, რადგან როცა რამეს ამბობ, დარწმუნებული უნდა იყო. როგორც ავიაციის ექსპერტს და 30 წელია ამ სფეროში ვარ, როცა რომელიმე ავიაკომპანიას ტექნიკური დახმარება სჭირდება ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვეხმარებით. მტერ/კონკურენტ ავიაკომპანიაშიც შეიძლება ჩვენი მეგობარი და მოქალაქე იჯდეს. ამიტომ ჩვენი ამოსავალი წერტილია ადამიანი. ყველა მგზავრი დაცული უნდა იყოს და მზად ვართ დავეხმაროთ, მზად ვართ მოვემსახუროთ ყველას, მაგრამ რეკომენდაციას არ გავუწევთ და ვთხოვთ თავი შეიკაონ, თუმცა მათ აქვთ უფლება ისარგებლონ ამ სერვისით. მაგრამ დაკვირვებით და სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს",-აცხადებს გიორგი კოდუა.