მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაკომპანია Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

5efc5c650d8d8
თელარა გელანტია
01.07.20 13:49
18380
ავიაკომპანია Wizz Air განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

“Wizz Air აქტიურად აკვირდება გლობალურ და ლოკალურ ეპიდსიტუაციას, ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის რეგულაციებს და განაგრძობს ქვეყანაში ოპერირებას. Wizz Air 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს საავიაციო ბაზარზე და კიდევ უფრო გაფართოვდა 2016 წელს, ბაზის დაარსების შემდეგ. Wizz Air ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2.5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო. რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტრეფიკის და ტურიზმის გაძლიერებას ბოლო წლების განმავლობაში.

Wizz Air გამოხატავს მზაობას შეასრულოს ფრენები საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის როგორც კი აღდგება რეგულარული კომერციული ფრენები.

Wizz Air მზადაა, აღადგინოს ფრენები და დაამატოს ახალი მიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, როგორც კი გლობალური ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება და მოგზაურობაზე მოთხოვნა დაიწყებს ადრინდელ ნიშნულზე დაბრუნებას”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ავიაკომპანია ფრენების აღსადგენად სახელმწიფოს დასტურს ელოდება.

"მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა, რომ „ვიზეარი“ არსად გადის, საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობს, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და რჩება თავისი მომხმარებლის, საქართველოს მოქალაქეების ერთგული," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

დღეს „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ მისი ინფორმაციით, ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის ბაზას დროებით აუქმებს. ამ საკითხთან დაკავშირებით BMG უახლოეს პერიოდში დამატებით ინფორმაციას შემოგთავაზებთ.