მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wizz Air-ზე კისრის ბალიშის უფასოდ ასატანად, ის ხელბარგში უნდა თავსდებოდეს - ავიაკომპანიის წესები

კისრის ბალიში

Wizz Air-ის მოქმედი წესებით, კისრის ბალიშები არ ითვლება ცალკე უფასო ნივთად და ხელბარგის დასაშვებ ნორმაში უნდა მოთავსდეს. კომპანიის ვებ-გვერდზე მითითებული არ არის, როდის მოხდა აღნიშნული წესის განახლება.

"თუ გსურთ, კისრის ბალიში ბორტზე აიტანოთ, ის ხელბარგის ჩანთაში უნდა მოათავსოთ. თუ ბალიში თქვენს ხელბარგში ვერ ეტევა და აღემატება დაშვებულ ბარგის ნორმას, შესაძლოა ჩაითვალოს დამატებით ნივთად და დაექვემდებაროს შესაბამისი ზომაგადაჭარბებული ან ჭარბი ბარგის საფასურს",- წერია ავიაკომპანიის ვებგვერდზე.

Wizz Air ბორტზე ორი ტიპის ბარგის ატანის უფლებას გაძლევთ:

  • უფასო ხელბარგი
  • საგორებელი ბარგი (WIZZ Priority-ს მფლობელებისთვის)

დამატებით, ბორტზე შესაძლებელია შემდეგი ნივთების ატანა დამატებითი საფასურის გარეშე:

  • ქურთუკი ან პლედი
  • მობილური ტელეფონი
  • ფრენის დროს საკითხავი მასალა
  • გაფრენის ტერმინალში, დაუბეგრავ ზონაში, უსაფრთხოების შემოწმების გავლის შემდეგ შეძენილი ნივთები
  • ჩვილებისთვის (ასაკი 0-2 წელი): ფრენის ხანგრძლივობისთვის საკმარისი საკვები და ბავშვის დასაკეცი ეტლი ან პატარა საწოლი (შეგიძლიათ, მიიტანოთ თვითმფრინავის კარამდე ან ტრაპამდე)
  • ყავარჯნების წყვილი შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობის მქონე მგზავრებისთვის

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები