მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრალიის მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებისას საკარანტინე ხარჯებს თავად დაფარავენ

5f929bacdde83
ნათია თაქთაქიშვილი
23.10.20 22:30
706
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის სკოტ მორისონის განცხადებით, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება სამშობლოში დამბრუნებელთა კვოტა გაზარდოს 290-ით. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ავსტრალიამ ქვეყანაში დამბრუნებელთათვის მკაცრი წესები და აკრძალვები კორონავირუსის გავრცელების შემდეგ დააწესა. კერძოდ, ივლისში დაწესებული კვოტის მიხედვით, სამშობლოში დაბრუნება კვირაში მხოლოდ 4 000 პირს შეეძლო.

მორისონის განცხადებით, დაახლოებით 26,000 ავსტრალიელი ცდილობს სამშობლოში დაბრუნებას, ამიტომაც მომავალი თვიდან არსებული კვოტა მცირედით გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ სამშობლოში დაბრუნებულ ავსტრალიელებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ სახელმწიფო დაწესებულებებში და ისინი საკარანტინე ხარჯებს თავად დაფარავენ. არსებული ინფორმაციით, საკარანტინე სივრცეში ყოფნა სამშობლოში დაბრუნებულ ყველა ავსტრალიელს 2 100 აშშ დოლარი დაუჯდება.