20.იანვარი .2020 10:35

ავთანდილ კასრაძე: საქართველოში რეგიონში უმსხვილესი სტარტაპ აქსელერატორი კომპანია შემოდის

views 2014
უკან

საქართველოში რეგიონში უმსხვილესი სტარტაპ აქსელერატორი კომპანია შემოდის. ამის შესახებ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ "საქმიან დილაში" განაცხადა.

“საქართველოში რეგიონის მასშტაბით, უმსხვილესი სტარტაპ აქსელერატორი შემოდის, რომელიც კერძო საინვესტიციო ფონდს შექმნის და ქართულ სტარტაპებს დააფინანსებს”, - აღნიშნა კასრაძემ.

მისი თქმით, ის სრულიად დამოუკიდებელი იქნება და საქართველოს მთავრობა სელექციის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ჩაერევა; პროგრამაში მონაწილეობა კი, ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

"სილიკონ ველის წამყვანი ტოპ აქსელერატორი შემოდის საქართველოში და რამდენიმე კვირაში გამოვაცხადებთ, თუ ვინაა ეს კომპანია. შემიძლია 100%-იანი დაზუსტებით გითხრათ, უბრალოდ სანამ საკონტრაქტო მოლაპარაკებები არ დამთავრდება დასახელებისგან თავს შევიკავებ. იყო ძალიან დიდი კონკურსი, აბსოლუტურად ყველა ტოპ ბრენდმა მიიღო მონაწილეობა იმისთვის, რომ საქართველოში შემოსულიყო. ის შემოიტანს კერძო საინვესტიციო ფონდს, რომელიც ქართულ სტარტაპებს დააფინანსებს ადგილობრივ კომპანიებთან ერთად. ეს იქნება აბსოლუტურად დამოუკიდებელი აქსელერატორი, საქართველოს მთავრობა არ ჩაერევა სტარტაპების განხილვის პროცესში და გადაწყვეტილების მიღებაში. ეს არის ბიზნესი, რომელიც შემოდის და დაინტერესებულია, რომ საუკეთესო ვარიანტები შეარჩიოს. მსგავსი ტიპის აქსელერატორი რეგიონის მასშტაბის საერთოდ არ არსებობს”, - განაცხადა კასრაძემ.

შეგახსენებთ, რომ GITA 2020 წელს სტარტაპების განვითარებაში 30 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა