მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტოექსპორტი 75%-ით გაიზარდა - ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ავტომობილი გადის საქართველოდან

635251355510b
BM.GE
21.10.22 12:27
13793
2022 წლის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 590 მილიონი დოლარის ღირებულების 58 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. წინა წელთან შედარებით ავტოექსპორტის მოცულობა 75%-ით არის გაზრდილი. სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტზე გასული ერთი ავტომობილის საშუალო ფასი 10 ათას დოლარს შეადგენდა.

როგორც საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, ყველაზე მეტი 22 ათასი ავტომობილი ექსპორტზე აზერბაიჯანში გავიდა. ამასთან, ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე გავიდა უკრაინა, სადაც ექსპორტი 69%-ით არის გაზრდილი. ასევე 268%-ით არის გაზრდილი ავტომობილების ექსპორტი რუსეთში, რამაც 46 მილიონი დოლარი შეადგინა.

ქვეყნები, სადაც იანვარ-სექტემბერში ყველაზე მეტი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე:

1. აზერბაიჯანი - $222 მლნ, 22,587 ავტომობილი, ზრდა წინა წელთან 17%
2. უკრაინა - $113 მლნ, 12,091 ავტომობილი, ზრდა წინა წელთან 69%
3. სომხეთი - $69 მლნ, 7,081 ავტომობილი, ზრდა წინა წელთან 1805%
4. ყაზახეთი - $47 მლნ, 4,980 ავტომობილი, ზრდა წინა წელთან 270%
5. რუსეთი - $46 მლნ, 3,233 ავტომობილი, ზრდა წინა წელთან 268%
6. ყირგიზეთი - $33 მლნ, 5,106 ავტომობილი, ზრდა წინა წელთან 230%
7. ბელგია - $22 მლნ, 450 ავტომობილი, ზრდა წინა წელთან 41%
8. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $9 მლნ, 125 ავტომობილი, ზრდა წინა წელთან 37%
9. ტაჯიკეთი - $9 მლნ, 1,470 ავტომობილი, ზრდა წინა წელთან 60%
10. ბელარუსი - $4 მლნ, 130 ავტომობილი, ზრდა წინა წელთან 5907%

სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტირებული ერთეული ავტომობილის საშუალო ფასი არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია, რაც 71 ათას დოლარს შეადგენს. ყველაზე დაბალი საშუალო ფასი კი ყირგიზეთში რეექსპორტირებულ ავტომობილებს ჰქონდა, რაც საშუალოდ 5.9 ათას დოლარს შეადგენდა.