02.დეკემბერი .2022 00:07

ავტომობილები, გაყინული თევზი, ღვინო, საფრენი აპარატები - რით ვვაჭრობთ აშშ-სთან?

ავტომობილები, გაყინული თევზი, ღვინო, საფრენი აპარატები - რით ვვაჭრობთ აშშ-სთან?
views 691
უკან

საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების პირველ ხუთეულში შედის და 6.5%-იანი წილით მეხუთე ადგილს იკავებს.

მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველო-აშშ-ს სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მლრდ დოლარი იყო, უფრო ზუსტად კი 984 მლნ დოლარი იყო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნებს შორის ვაჭრობა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 45.1%-ით გაიზარდა და ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

თუ ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელს შევხედავთ, აშშ-სთან ვაჭრობაში უდიდეს ნაწილს - 73.7%-ს იმპორტი, ხოლო დანარჩენი - 26.3% ექსპორტს უკავია.

შესაბამისად მიმდინარე წელს ამერიკიდან შეძენილი სხვადასხვა დასახელების საქონლის იმპორტით აშშ იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში მეოთხე ადგილასაა. წელს ამერიკაში საქონლის შესაძენად 725.2 მლნ დოლარი გავიდა, ზრდა წინა წელთან შედარებით 37.6%-ია.

იმპორტის უდიდეს ნაწილს კი მსუბუქი ავტომობილები შეადგენს, რომლის შემოტანის ღირებულება წელს 43%-ით გაიზარდა. საიმპორტო საქონლის TOP-10-ეული ასეთია:

1. მსუბუქი ავტომობილები - 648.5 მლნ დოლარი;
2.ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის - 6.8 მლნ დოლარი, 6 620 ტონა;
3. ტანსაცმელი და ნაწარმი ნახმარი - 4.5 მლნ დოლარი, 327 ტონა;
4. თევზი გაყინული - 4.1 მლნ დოლარი, 2 086 ტონა;
5. კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები - 4 მლნ დოლარი, 7 234 ტონა;
6. შერეული საქონელი - 3.4 მლნ დოლარი;
7. თხილი და სხვა კაკალი - 3.4 მლნ დოლარი, 1 297 ტონა;
8. კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - 3 მლნ დოლარი, 76 ტონა;
9. კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 2.4 მლნ დოლარი, 50 ტონა;
10. მოტოციკლები და ველოსიპედები, ეტლები - 2.2 მლნ დოლარი;

რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წელს 10 თვეში აშშ-ში საქონლის რეალიზებით ქვეყანა 258.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ზრდა გასულ წელთან შედარებით 71.1% იყო. შედეგად ქვეყანამ საექსპორტო ქვეყნების ათეულშია მეშვიდე ადგილი დაიკავა.

ამ პერიოდში ქვეყნის ძირითად სავაჭრო საქონელს ფეროშენადნობები წარმოადგენდა. TOP-10 საექსპორტო საქონლის რეიტინგი კი ასეთია:

1. ფეროშენადნობები - 232.6 მლნ დოლარი, 102 185 ტონა;
2. დიოდები, ტრანზისტორები და ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოები - 6.8 მლნ დოლარი, 838 ტონა;
3. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 4.4 მლნ დოლარი, 829 ტონა;
4. ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 2.2 მლნ დოლარი, 1 452 ტონა;
5. საფრენი აპარატების ნაწილები - 1.4 მლნ დოლარი, 4 ტონა;
6. მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - 1.2 მლნ დოლარი, 821 ტონა;
7. ეთილის სპირტი არადენატურირებული - 1.1 მლნ დოლარი, 543 ტონა;
8. მინერალური და მტკნარი წყლები - 1.1 მლნ დოლარი, 2 123 ტონა;
9. ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის - 975 ათასი დოლარი, 319 ტონა;
10. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით - 944 ათასი დოლარი, 1 116 ტონა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა