მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტოსადგურების მიმართულებით რეფორმა იგეგმება - გიორგი შიოლაშვილი დეტალებზე

6439804c4d3bc
ალა ისპირიანი
14.04.23 21:18
901
"ავტოსადგურებისთვის რეფორმა იგეგმება" - ამის შესახებ ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა ავტომობილების ტექინსპექტირების გავლას ხელს შეუწყობს.

„გარკვეული რეფორმა იგეგმება ავტოსადგურების მიმართულებით. ავტოსადგურები ვალდებულები იქნებიან მგზავრებს მხოლოდ ტექინსპექტირება გავლილი და გამართული ტრანსპორტით მოემსახურონ.

ასევე მნიშვნელოვანია საპატრულო პოლიციის ჩართულობა, რადგან შიდასამუნიციპალიტეტო გზებზე ჭკვიანი კამერები ხშირ შემთხვევაში არ არის დამონტაჟებული და საპატრულო პოლიციის ჩართულობა აქ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მან.

ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის კვლევის მიხედვით, საქართველოში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ნაწილს ტექინსპექტირება არც ერთხელ არ გაუვლია. ირკვევა, რომ მძღოლების უმრავლესობას ტექინსპექტირების გავლას ჯარიმის გადახდა ურჩევნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები