მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კიდევ ერთი საწარმო გაფართოვდა

602cc9adc070a
BM.GE
17.02.21 11:44
949
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში, ბენეფიციარი - პლასტიკური ბოთლების ნახევარფაბრიკატებისა და რძის კონტეინერების მწარმოებელი საწარმო გაფართოვდა.

შპს „ალფა პეტი“, პლასტიკური ბოთლების ნახევარფაბრიკატების წარმოებით არის დაკავებული. წარმოებული პროდუქციით ისეთ კომპანიებს ამარაგებს, როგორებიცაა: კოკა-კოლა, ბორჯომი, სნო და ა.შ. ამასთანავე, კომპანია წელიწადში 15 მილიონამდე რძის პროდუქტების შესანახ კონტეინერს აწარმოებს და ადგილობრივი ბაზრის გარდა, პროდუქციის რეალიზაციას სომხეთშიც ახორციელებს.

საწარმოს მიერ განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 30 მილიონ ლარს შეადგენს და ამ ეტაპზე 54 ადამიანია დასაქმებული.

აღსანიშნავია რომ საწარმო „ალფა პეტი“ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს.

შეგახსენებთ, რომ პანდემიიდან გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, ცვლილებები შევიდა სააგენტოს ინდუსტრიულ კომპონენტში. კერძოდ, პროგრამაში მონაწილეობისთვის დადგენილი სასესხო ლიმიტი 50 000 ლარამდე შემცირდა, ხოლო სესხის მაქსიმალური მოცულობა 10 მლნ ლარამდე გაიზარდა. ამასთანავე, თანადაფინანსების თვეების რაოდენობა 24-დან 36 თვემდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები