მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აწარმოე საქართველოში“: სესხის სუბსიდირების პროგრამით 2440 სასტუმრო დაფინანსდა

5fec7f7eb3fb1
თელარა გელანტია
31.12.20 10:15
1175
საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის სესხის პროცენტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამას, რომლის ფარგლებში, 12 თვის განმავლობაში, ბენეფიციარს ლარში სესხის პროცენტის - 80%-ს, ხოლო უცხოურ ვალუტაში სესხის პროცენტის 70%-ს უსუბსიდირებენ, ამ დროისთვის 1 552 უნიკალური ბენეფიციარი (სასტუმრო) ჰყავს. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ სააგენტოდან - „აწარმოე საქართველოში“ გამოითხოვა.

ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლებელია, ერთი და იმავე სასტუმროს ჰქონდეს დაფინანსებული რამდენიმე სესხი, თუ სესხების ჯამური მოცულობა შეესაბამება პროგრამის დადგენილებით განსაზღვრულ ლიმიტებს, ჯამურად, დაფინანსებულია 2440 სასტუმრო.

პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება 4 ეტაპად იყო და დაფინანსებული სასტუმროების და სესხების რაოდენობა ასე გადანაწილდა:



ცნობისთვის: bm.ge დეკემბრის დასაწყისში სააგენტოზე დაყრდნობით წერდა, რომ სესხის პროცენტის სუბსიდირების III ნაკადში სულ 615 სასტუმრო ჩაერთო, მაგრამ მოგვიანებით აღნიშნული რიცხვი გაზრდილა.

„8 დეკემბრის შემდეგ, გაიზარდა დაფინანსებული სესხების რაოდენობა. სესხების დამუშავების და გადარიცხვის პროცესი არ სრულდება იმავე ნაკადის განაცხადების მიღებასთან ერთად. ეს არის ორი სხვადასხვა პროცესი. შესაბამისად, მესამე ნაკადის სესხებზე თანხის გადარიცხვების და მეოთხე ნაკადზე განაცხადების მიღების ერთ პერიოდში განხორციელებაც პროგრამის მსვლელობის ჩვეულებრივი ნაწილია“, - განმარტეს „აწარმოე საქართველოში“.

ცნობისთვის: საოჯახო, მცირე და საშუალო ინდუსტრიის სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი 70 მლნ ლარია და ამ დროისთვის, დაფინანსებული ბენეფიციარების სესხებისთვის 46,477,445 ლარია გადარიცხული.