22.სექტემბერი .2020 10:57

ახალი ანტირეკორდი - კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

views 477
უკან

კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 218-ით, 3913-მდე გაიზარდა.

სპეციალურ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1574 და ამ მაჩვენებელმა 40-ით მოიმატა.

განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსმა 2 ადამიანი იმსხვერპლა, სულ - 22.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში რჩება 4988 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა