იურისტის, ბიზნეს სამართლის სპეციალისტის რაულ აგიკიანის შეფასებით, პოლიტიკური პროცესები, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არასასიამოვნოა და ბიზნესს აზარალებს. როგორც მან bm.ge-ისთან ინტერვიუში განაცხადა, დასავლელი ინვესტორები "გაფაციცებით აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს" და ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, მათთვის ცუდი სიგნალია.
„ქვეყანაში არსებული რყევები, აფიქრებინებს ინვესტორებსაც, რომ ჩვენთან კაპიტალის განთავსება არის სახიფათო“, - აღნიშნა მან და იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რაც ინვესტიციების მოზიდვისას საქართველოსთვის უპირატესობას წარმოადგენდა, მაგრამ ამ ყველაფერს პოლიტიკური კრიზისი ასუსტებს.
„ერთადერთი, რაც შესათავაზებელი გვქონდა ინვესტორებისთვის, ეს იყო მეტ-ნაკლებად სტაბილური პოლიტიკურ გარემო, მდგრადი მაკროეკონომიკური პარამეტრები, ნაკლები რეგულაციები, გამარტივებული პროცედურები ბიზნესის დაწყებისას და ა.შ. ეს იყო ჩვენი ბენეფიტი და მიმზიდველობის ფაქტორი ინვესტორებისთვის. უნდა გავიაზროთ ჩვენი მდგომარეობა - ბუნებრივი რესურსები არ გვაქვს, დედაქალაქიდან 40 კილომეტრში გვყავს ოკუპანტი, გვაქვს ბევრი პრობლემა, მათ შორის მუშა ხელის კვალიფიკაციის ნაწილში და ერთადერთი, რაც ინვესტორებისთვის საინტერესოდ რჩება, არის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და DCFTA. დღეს კი რა სურათი გვაქვს? - დერეგულაციების ნაწილში ქვეყანა უკვე ყოველწლიურად უკან უკან მიდის და ახალ რეგულაციებს იგონებენ, DCFTA-ს ნაწილში წინ ვერ მივდივართ და ძირითადად, გადმოგვაქვს ყველაზე მძიმე რეგულაციები, რაც არის წნეხი კერძო სექტორისთვის", - განაცხადა რაულ აგიკიანმა და იქვე დასძინა, რომ „ახალი ინვესტიციების მოზიდვა კი არა, მთავარია, არსებული პროექტები არ დავკარგოთ“.
საქმე იმაშია, რომ რაულ აგიკიანი სამეწარმეო სამართლის მიმართულებით მუშაობს და მის კლიენტებს შორის არიან ბიზნესმენები - როგორც ქართველი, ისე - უცხოელი ინვესტორები.
„ახალ ინვესტიციებზე აღარავინ საუბრობს, მთავარია, მიმდინარე პროექტები არ დავკარგოთ. ერთი პროექტი გვაქვს, რომელზეც სახელმწიფო უწყებიდან სახელმწიფო უწყებაში დავრბივართ, სამი წელია. დავსდევთ ფურცლებს და როცა ამას ემატება ის მოვლენები, რაც ახლა ხდება და უკვე იმაზე ვიწყებთ ფიქრს, ამ ხალხს რა მოვუხერხოთ, რომ ქვეყნიდან არ გაიქცნენ“, - აღნიშნა იურისტმა.
გარდა პოლიტიკური კრიზისისა, რომელიც პოტენციური ინვესტორებისთვის ნეგატიური გზავნილია, რაულ აგიკიანი ყურადღებას ამახვილებს ვაქცინაციის პროცესის დაგვიანებაზეც.
„ეს აფიქრებინებს ინვესტორებს, რომ აქ, შესაძლოა, covid-ის მესამე ტალღაც მოხდეს, მეოთხეც, ცუნამიც და შეიძლება კვლავ დაიკეტოს ქვეყანა. ინვესტორებს ვერაფერს ვთავაზობთ. ვფიქრობ, ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს და ეს თანდათან უფრო და უფრო ღრმავდება“, - განაცხადა რაულ აგიკიანმა.
რაც შეეხება გამოსავალს, მისი თქმით, აუცილებელია, პოზიტიური დღის წესრიგი, კონსესუსი, ძალადობრივ ქმედებებზე უარის თქმა, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა, ვაქცინაციის დროული დაწყება და რიგ რეგულაციებზე რამდენიმე წლიანი მორატორიუმის გამოცხადება.
„ლიცენზია-ნებართვის კანონები საერთაშორისო შეთანხმებებს უნდა მიებას და მთავრობამ მკაფიოდ თქვას, რომ არავითარ შემთხვევაში ახალ ლიცენზია-ნებართვას სახელმწიფო არ მოითხოვს, თუ საერთაშორისო ხელშეკრულება ამას პირდაპირ არ გვავალდებულებს. ეს ყველაფერი გუშინ დასაწყები რეფორმები იყო. ასევე, გვჭირდება მცირე მთავრობა და ბიზნესს არ უნდა ვესაუბროთ მენტორული ან დიდაქტიკური ტონით. პირიქით, უნდა გავიაზროთ რა პრობლემებს აწყდებიან ისინი. ვფიქრობ, უნდა ვაღიაროთ პრობლემები და დავიწყოთ მათი მოგვარება. რიცხვები არ ტყუიან - ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი უკვე საგანგაშო დონეზეა“, - განაცხადა რაულ აგიკიანმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი