მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი საწარმოს პროექტში 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება -თურნავა

6086b5a92c2e4
BM.GE
26.04.21 16:41
520
2 150 000 ლარის ინვესტიციის განხორციელდება მინაბოჭკოვანი და ბაზალტბოჭკოვანი არმატურის საწარმოს პროექტში, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოში, ქ. ზესტაფონში შეიქმნება. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, ეს არის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დამტკიცებული კიდევ ერთი საწარმოს პროექტი, რომლის მშენებლობაზეც 60-ზე მეტი, ხოლო უშუალოდ ქარხანაში 20-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

მინაბოჭკოვანი არმატურის საწარმოს პროექტს შპს „აჯამურა“ განახორციელებს, რისთვისაც კომპანიას პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემა ქალაქ ზესტაფონში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები.

კომპანიის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ეს იქნება ერთ-ერთი პირველი საწარმო, რომელიც მინაბოჭკოვანი არმატურის წარმოებას დაიწყებს. ქარხანა ყოველწლიურად სხვადასხვა დიამეტრის 5 000 000 გრძივი მეტრის პროდუქციას გამოუშვებს, რომლის გაყიდვა როგორც ადგილობრივ, ასევე ამიერკავკასიის ბაზარზე იგეგმება.

მათივე ინფორმაციით, მინაბოჭკოვანი და ბაზალტბოჭკოვანი არმატურა შედარებით ახალი პროდუქტია, რომელსაც გავრცელების ფართო პერსპექტივა გააჩნია - მინაპლასტიკური არმატურა უნიკალური და ინოვაციური სამშენებლო მასალაა, რომლის დასამზადებლად გამოიყენება მინაბოჭკო და სხვადასხვა სახის პოლიმერები.

კომპანიაში აცხადებენ, რომ დღეისთვის, მინაპლასტიკური არმატურა წარმატებით გამოიყენება მშენებლობაში და საგზაო სამუშაოებში, მათ შორის სარემონტო სარეკონსტრუქციო ღონისძიებებში, ასევე ნაპირსამაგრ სამუშაოებში, ხიდებში, დამბებში და ა.შ.