მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი შემთხვევების რიცხვმა 3000-ს გადააჭარბა - 31 ივლისის კოვიდ-სტატისტიკა

6104f2f3ce5a9
ინგა მურუსიძე
31.07.21 10:49
1110
სპეციალურ გვერდზე stopcov.ge სტატისტიკური მაჩვენებლები განახლდა. ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 3196 და გამოჯანმრთელების 1147 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდა ამისა, ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 27 მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა.

31 ივლისის სრული კოვიდ-სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 419534 , ბოლო 24 საათში - 3196
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 382393 , ბოლო 24 საათში - 1147
მათ შორის გარდაცვლილი - 5820 , ბოლო 24 საათში - 27
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 41965, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 24659, PCR ტესტით - 17306
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 7,62%, ბოლო 14 დღის - 6,78%, ბოლო 7 დღის - 7,35%
სულ აცრილია - 481591, დღიურად აცრილია - 16618
კარანტინის რეჟიმში - 54
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5651
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 1989