23.ნოემბერი .2022 17:45

ახალი წლის პერიოდში ადგილების 60% უკვე შევსებულია - რა ღირს დასვენება „კომორები ბაკურიანში“?

ახალი წლის პერიოდში ადგილების 60% უკვე შევსებულია - რა ღირს დასვენება „კომორები ბაკურიანში“?
views 895
უკან

ოთხვარსკვლავიან სასტუმრო „კომორები ბაკურიანი რეზორტში“ ახალი წლის პერიოდში სტანდარტული ნომრის ღირებულება 130$-დან დაიწყება. 

სტუმარ-მასპინძლობის სექტორში ელიან, რომ წელს განსაკუთრებული მოთხოვნა არა მხოლოდ ახალი წლის პერიოდში, არამედ თებერვალშიც იქნება.

„ახალი წლის პერიოდი მაღალი დატვირთულობის გამო ცალკე გვაქვს გამოყოფილი და ამ დროს სტანდარტული ნომრის ფასი 130$-დან დაიწყება. მაქსიმალურად ვცდილობთ მოვერგოთ ქართველ მომხმარებელს, გვაქვს სპეციალური ფასდაკლებებიც“, - ამბობს „კომორები ბაკურიანი რეზორტის“ გენერალური მენეჯერი.

თორნიკე მდივნიშვილის თქმით, წლევანდელი ზამთრის სეზონისთვის ჯავშნების მიღება დაწყებულია და ახალი წლის პერიოდის 60% უკვე შევსებულია.

„ვფიქრობთ, რომ 90%-იან დატვირთვაზე გავალთ. ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს - ჯერ მოდის ახალი წელი, შემდეგ გადაებმება თებერვალში მსოფლიო ჩემპიონატი. ასე რომ, ველოდებით დატვირთულ სეზონს. ჩვენც მაქსიმალურად ვემზადებით - სრულად განვაახლეთ რესტორანი, მენიუ, გვყავს ახალი გუნდი, ასევე ვამატებთ სპა-ცენტრს.მენიუს შედგენისას გავითვალისწინეთ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მომხმარებლების მოთხოვნები. გვაქვს ქართული, ევროპული და აზიური სამზარეულოს კერძები, ასევე გვექნება პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო ხაზიც“, - თქვა თორნიკე მდივნიშვილმა BMG-სთან საუბარში.