მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ალბათ რამდენიმე კოტეჯის გაყიდვა მოგვიწევს“ – „ვილა მთაში“

ვილა მთაში

ბაკურიანში ტურისტული ობიექტის„ვილა მთაში“ დირექტორი ზაზა ზედგენიძის შეფასებით, წელს სამთო კურორტზე ტურისტული სეზონი ჩავარდა. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ტურიზმის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.  

„წელს, დაახლოებით, 75%-იანი დატვირთვით ვმუშაობთ. რაღაც ჯავშნების ჩავარდნები გვქონდა, რადგან სეზონზე ვართ დამოკიდებული, რომელიც წელს გვიან დაიწყო.

ჩვენ 99%-ით აღმოსავლეთის ქვეყნებზე ვმუშაობთ და ჩვენი სეგმენტი, ასე თუ ისე, ჩამოდის, თუმცა როგორც ვუყურებ, ბაკურიანში ტურისტების ნაკლებობაა. იმისათვის რომ ტურიზმი გაიზარდოს, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა საჭირო“, - აღნიშნავს ზედგენიძე.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ ტურისტული ობიექტი უცხოელ დამსვენებელზეა გათვლილი, „ვილა მთაში“ ბიზნესის პანდემიამდე მაჩვენებლების აღდგენას ცდილობს. როგორც ზედგენიძე აღნიშნავს, 2019 წელთან შედარებით, წელს ტურიზმი 65%-ით აღდგა, თუმცა კოტეჯების შესანახად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

„2019 წლის მაჩვენებლებს 60-65%-ით დავეწიეთ, წინა წლებთან შედარებით ფასებიც მცირედით გავზარდეთ, რადგან ინფლაციაა. ამის მიუხედავად ობიექტის გაფართოება არ იგეგმება, პირიქით, შესაძლოა, რამდენიმე კოტეჯის გაყიდვაც მოგვიწიოს, რადგან თავის თავს ვერ ინახავს.

წელს ზამთრის სეზონიც ჩავარდა, ცუდი სეზონი იყო და წარმატებით ფუნქციონირება ვერ შევძელით, ამიტომ, ალბათ რამდენიმე კოტეჯის გაყიდვა მოგვიწევს“, - აცხადებს ზაზა ზედგენიძე.

ცნობისთვის, „ვილა მთაში“ 11 „ლაქშერი“ ტიპის კოტეჯისგან შემდგარი ტურისტული ობიექტია, რომელიც დამსვენებლებს 2016 წლიდან მასპინძლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები