მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ზელანდია დღეიდან კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ამსუბუქებს

5ea68575372c2
ნათია თაქთაქიშვილი
27.04.20 17:17
1272
ახალი ზელანდია დღეიდან კორონავირუსის გამო დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს ამსუბუქებს და აკრძალვების მეოთხე საფეხურიდან მესამეზე გადადის. აღნიშნული ეტაპი 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მესამე საფეხურზე ახალი ზელანდია ისევ საგანგებო მდგომარეობით აგრძელებს ცხოვრებას, მაგრამ მოსახლეობა შეძლებს კვების ობიექტებიდან საკვების თავად გატანა/წაღებას, ასევე მათ ექნებათ უფლება, დრო გაატარონ რეკრეაციულ ზონებში და დაკავდნენ სპორტული აქტივობებით. ასევე ნებადართული ხდება ქორწილისა და დაკრძალვის მოწყობა, დაახლოებით ათი ადამიანის თანდასწრებით.

აღსანიშნავია, რომ მესამე ეტაპზე ნებადართული იქნება სკოლების გახსნა.

როგორც ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯესიკა არდერნი აცხადებს, ქვეყანაში აღარ ფიქსირდება ვირუსის ისეთი შემთხვევები, რომელთა წყაროც უცნობია. მან, აღნიშნა რომ COVID-19-თან ბრძოლა მოიგეს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, ახალ ზელანდიაში მესამე ეტაპი ძალაში 11 მაისამდე დარჩება.

27 აპრილის მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ახალ ზელანდიაში COVID-19-ის 1,469 შემთხვევაა გამოვლენილი. პაციენტების 80 პროცენტი უკვე გამოჯანმრთელდა. ვირუსით ქვეყანაში 19 ადამიანი გარდაიცვალა.