მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზარაშვილს დღეს პარლამენტში მოუსმენენ - რვა კითხვა მინისტრს

632d4d7e9ef4b
ინგა მურუსიძე
23.09.22 10:10
382
დღეს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს მოუსმენენ. ზურაბ აზარაშვილს პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატების მიერ ინტერპელაციის წესით გაგზავნილ კითხვებზე მოუწევს პასუხების გაცემა.

ზურაბ აზარაშვილთან საქართველოს პარლამენტის წევრთა 7-კაციანი ჯგუფის კითხვები სოციალურად დაუცველების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამას ეხება, რომლის ფარგლებშიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკვე 20 000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა.

რვა კითხვა ზურაბ აზარაშვილს:

1. რა კრიტერიუმებით ხორციელდება იმ სოციალურად დაუცველ პირთა შერჩევა, რომლებსაც სახელმწიფო სთავაზობს დასაქმებას, აღნიშნული ქვე-პროგრამის ფარგლებში?

2. ვინ ახორციელებს, აღნიშნულ შერჩევას და ჩართულია, თუ არა ამ შერჩევის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები?

3. ახდენენ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები სარეკომენდაციო ხასიათის სიების შედგენსა და წარდგენას შესაბამის უწყებაში?

4. რამდენად ხორციელდება ამ ქვეპროგრამის ფარგლებში დასაქმებული პირების მიერ რეალურად იმ უნარ-ჩვევების შეძენა, რომელიც მომავალში მათ დაეხმარებათ დასაქმდნენ კერძო სექტორში?

5. როგორც ცნობილია, დღეის მდგომარეობით შეიქმნა 20 ათასი მსგავსი სამუშაო ადგილი, რომელთა უმრავლესობა წარმოდგენილია ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში შემავალ სხვადასხვა დაწესებულებაში მ.შ. სსიპ- ებში ა(ა)იპ-ებში თუ სხვ. რეალურად იყო თუ არა ამ დაწესებულებების ფუნქციონირებისთვის, მათი საქმიანობის უწყვეტობისა და ეფექტიანობის ზრდისთვის დამატებით 20 ათასი სამუშაო ადგილი (დასაქმებული) საჭირო?

6. როგორც ფუნქციონირებდნენ უწყვეტად, ეფექტიანად აღნიშნული დასაქმებულების გარეშე ეს უწყებები ხსენებული ქვე-პროგრამის ამოქმედებამდე?

7. თვლით, თუ არა, რომ სასაფლაოს დამლაგებლად, დარაჯად, მუზეუმის დამლაგებლის თანაშემწედ და სხვ. დასაქმებული ადამიანები შეძლებენ დამატებითი უნარების შეძენას, რაც მათ დაეხმარებათ კერძო სექტორში დასაქმებისთვის მომავალში?

8. თვლით თუ არა, რომ ქვეყანაში უნდა განხორციელდეს რეფორმა, რომელიც გულისხმობს საჯარო სამსახურებში ეფექტიანობის ზრდას, მათ შორის არაეფექტიანი დასაქმების ეტაპობრივი შემცირების რამდენიმე წლიან გეგმას?