„აზარტული თამაშების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების გავლენით აზარტული თამაშების სექტორი 15%-ზე მეტით შემცირდა. ამის შესახებ BM.GE-სთან სათამაშო ბიზნეს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი მამულაიშვილი აცხადებს. მისი განმარტებით, მათგან განსხვავებით, მთავრობა არ ზღუდავს უცხოური სათამაშო კომპანიების რეკლამას ქართულ ბაზარზე, შესაბამისად ქართველ მომხმარებლებს სმს-ის გაგზავნით შეუძლიათ უცხოურ საიტებზე ვერიფიკაციის გავლა, თანხის ჩარიცხვა და მიღება.
„ცვლილებებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე სექტორს აქვს 15%-ზე მეტი კლება. გამოდის, რომ ამ სახსრების გადანაცვლება მოხდა უცხოურ საიტებზე, რადგან გამოიკვეთა ტენდენცია, რომ უცხოური საიტები აქტიურად არეკლამებენ თავის პროდუქტებს ქართულ ბაზარზე, შესაბამისად მწვავე კამათი გვაქვს შემოსავლების სამსახურთან გამომდინარე იქიდან, რომ შემოსავლების სამსახური აღიქვამს ნებისმიერი ტიპის ჩვენს რეკლამას, თუნდაც არაპირადაპირ რეკლამას, როგორც ასოცირებას სათამაშო ბიზნესთან, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით, რომ ამას აკეთებენ უცხოური საიტების მიმართ.
ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ადმინისტრირების კუთხით უცხოურ საიტებს შეზღუდვა არ აქვთ, სმს-ის გაგზავნით შეგიძლია ვერიფიკაცია გაიარო და თანხა ჩარიცხო/მიიღო. მე ყოველდღიურად მიწევს სქრინების გადაგზავნა სხვადასხვა სტრუქტურებში, რომ დღეს შემოვიდა ასეთი საიტი, ასეთი საიტი და მაგალითად დღეს დილით ვნახე "ინსტაგრამში" ბანერი, რომ ნარდის პოპულარიზაცია ხდება, როცა ნარდი როგორც პროდუქტი არ ჰქონდათ. ადმინისტრირების კუთხით მთავრობას არანაირი ძალაუფლება არ აქვს შეუზღუდოს მათ რაიმე მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინ როცა ჩვენს ოპერატორებს ფეისბუქზეც არ შეუძლიათ სმს მისწერონ თავიანთ მომხმარებლებს და სარეკლამო შეთავაზება გაუგზავნონ“-აცხადებს მამულაიშვილი.
მისი თქმით, ადგილი აქვს ასევე უცხოური თამაშების საიტების მხრიდან მცდელობას ქართულ გუნდებთან სპონსორობის შესახებ შეთანხმება გააფორმონ და ამით ქართველი მომხმარებლები მიიზიდონ.
„დინამოსთან, ლოკომოტივთან მიდის მოლაპარაკება და ამაზე ხელისუფლება არ/ვერ ახდენს რეაგირებას. შეიძლება თქვან, რომ რადგან სპონსორობა დაშვებულია ნებისმიერ შეუძლია ეს გააკეთოს, მაგრამ მარტივი ლოგიკაა, როცა ცდილობ რეკლამა გააკეთო, ხარჯავ ფულს, რომ მიიღო მომხმარებელი. ხელისუფლება ვერანაირად გააკონტროლებს 25 წლამდე პირი ითამაშებს მათთან, თუ აკრძალულ სიაში მყოფი, რადგან მის იურისდიქციას არ ექვემდებარება“-აცხადებს მამულაიშვილი.
ის არ ეთანხმება ასევე შემოსავლების სამსახურის მხრიდან ბიზნესის მიმართ წაყენებულ ახალ მოთხოვნას. როგორც მამულაიშვილი ამბობს, საქმე ეხება მათი მხრიდან ახალი მომხმარებლის რეგისტრაციის ისტორიის წარდგენის ვალდებულებას, რაც კანონმდებლობაში გაწერილი არა არის.
ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მომხმარებელი, რომელიც მათ სისტემაში არ არის დარეგისტრირებული, თუმცა აქვს მცდელობა, მათი პირადი მონაცემების შენახვის უფლება სათამაშო ბიზნესს არ აქვს.
„ახლა წამოვიდა შემოსავლების სამსახურიდან ახალი მოთხოვნა, რომელსაც ვთვლით, რომ უკანონოა და ამაზე ალბათ სამართლებრივი ქმედებები გვექნება. უნდათ ყველა იუზერის დალოგინების ისტორია. ვინ როგორ დალოგინდა, უნდათ რაღაცნაირად გააკონტროლონ ეს მომხმარებლები“-აცხადებს მამულაიშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი