23.მაისი .2022 23:25

ბლინკენის წერილი: "მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად"

ბლინკენის წერილი: "მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად"
views 2091
უკან

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილისადმი გაგზავნილ წერილში საქართველოს მთავრობას მოუწოდებს უკრაინის მხარდასაჭერად ყველა ნაბიჯი გადადგას. 

„ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევას გლობალურ და რეგიონულ დონეზე, განსაკუთრებით კრემლის აგრესიის ფონზე. აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიმდინარე ოკუპაციას და განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამავდროულად, როდესაც მთელი მსოფლიო ეხმაურება რუსეთის სასტიკ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთის ფედერაციას, მის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე“,- აღნიშნავს ენტონი ბლინკენი ილია დარჩიაშვილისადმი გაგზავნილ წერილში, რომელშიც ამერიკელი დიპლომატი დარჩიაშვილს საგარეო უწყების ჩაბარებასაც ულოცავს.

აღსანიშნავია, რომ წერილი 22 აპრილითაა დათარიღებული.ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად სწორედ გასულ თვეს დაინიშნა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა