მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანი არასანავთობო ექსპორტის $2.2 მლრდ-მდე ზრდას გეგმავს - Trend

614c82228106f
ვიქტორია მღებრიშვილი
23.09.21 20:30
757
აზერბაიჯანი არასანავთობო ექსპორტის გაზრდას 2.2 მლრდ დოლარამდე გეგმავს - ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა Trend-ი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

როგორც აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიკაილ ჯაბაროვმა ეკონომიკურ ღონისძიებაზე „უცხოური ბიზნესი აზერბაიჯანში“ განაცხადა, სახელმწიფო ქვეყნის მშპ-ს 4%-ით ზრდას გეგმავს.

„გარდა ამისა, აზერბაიჯანის ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ნავთობის ექსპორტია, რომელიც მიმდინარე წელს 37%-ით გაიზარდა. ამასთან ჩვენ მომავალში არასანავთობო პროდუქტის ექსპორტის ზრდას 2.2 მლრდ დოლარამდე ვგეგმავთ“, - განაცხადა ჯაბაროვმა.

მისივე ინფორმაციით, ბიზნესის მხარდასაჭერად, სუბსიდირებისა და სესხების გაცემის გამჭირვალობისთვის აზერბაიჯანში რამდენიმე ელექტრონული პლატფორმა იქმნება. მიკაელ ჯაბაროვის სიტყვებით, მიმდინარე წლის 6 თვეში საგადასახადო შემოსავლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.8%-ით გაიზარდა, რაც მათ მოლოდინებს 23%-ით აჭარბებს.