მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა - Trend

644635dde3418
ვიქტორია მღებრიშვილი
24.04.23 11:59
632
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს უმასპინძლა. ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა Trend-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სხვადასხვა, მათ შორის სამხედრო სფეროში მეგობრული ურთიერთობები ურთიერთობები სულ უფრო ვითარდება.

მხარეებმა ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტსა და ამ ვიზიტისას ქვეყნების ურთიერთობების გაფართოების შედეგიან განხილვებზე ისაუბრეს. გამოცემის ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.