მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანმა საკარანტინე ზომები გაამკაცრა

5ed91ea6cd3e5
თამთა ჯიჯავაძე
04.06.20 20:15
1442
აზერბაიჯანმა ბაქოსა და კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში საკარანტინე ზომები გაამკაცრა. ამის მიზეზი კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდა გახდა.

გამკაცრებული ზომების მიხედვით, დიდ ქალაქებში მოქალაქეებს აეკრძალებათ სახლების დატოვება პარასკევის საღამოდან ორშაბათის დილამდე. ამას თან ერთვის საზოგადოებრივ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებაც.

ინფორმაციას Eurasianet-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, აპრილის დასაწყისში მიღებულმა შემზღუდველმა ზომებმა შეანელა ვირუსის გავრცელება, თუმცა, ვერ შეაჩერა ის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 18 მაისს მთავრობამ შეამსუბუქა ზომები, მანამდე კი მოქალაქეებს სახლების დასატოვებლად სპეციალური ნებართვა სჭირდებოდათ.

მას შემდეგ ორ კვირაში აზერბაიჯანში ახალი დაინფიცირების შემთხვევების მხრივ ვითარება გაუარესდა. 4 ივნისს კი ქვეყანაში 262 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში კი დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 6 522-ია. დაიღუპა 78 პაციენტი.