საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ოფისში საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის მორიგი გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე, KPMG-ის მმართველი პარტნიორი კახა რუხაძე.
ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ლაშა ხუციშვილი; სამინისტროს საგადასახადო-საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, მამუკა ბარათაშვილი; შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ზურაბ ძნელაშვილი და ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.
სხდომაზე განხილული იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ავტორობით შემუშავებული კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომელიც ამჟამად საქართველოს მთავრობაში განხილვის ეტაპზეა და მზადდება საქართველოს პარლამენტში ინიცირებისთვის. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა მომდევნო დებულებები: წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემა განსახორციელებელი ან შესრულებული საგადასახადო ვალდებულებების შემთხვევებში, ზოგადი ანალიტიკური პროცედურები, სავარაუდო და შესწორებითი დარიცხვა, ბანკების და საკრედიტო კავშირების მიერ რეზერვების შექმნა და სხვა.
„კანონპროექტი ძირითადად შედგება 2 ნაწილისაგან: ერთი მათგანი მოიცავს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ე.წ. „ახალ დღგ-სთან“ დაკავშირებულ რეგულაციებს, რომელთა უმრავლესობა პოზიტიური ხასიათის მატარებელია, რაც შეეხება მეორე ნაწილს, ცვლილებები ძირითადად შეეხო გადასახადის ადმინისტრირების გამარტივების კუთხით იმ საკითხებს, რომელიც გარკვეულწილად შეიცავდა ხარვეზებს. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ სხდომაზე ჩვენს მიერ გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები სამომავლოდ ასახული იქნება პარლამენტში წარსადგენ კანონპროექტში“, - განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის