საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ პარლამენტს თხევადი გაზის დაბეგვრასთან დაკავშირებით ინიციატივით მიმართა.
ამის შესახებ BAG-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცლელად გთავაზობთ:
„დარწმუნებული ვართ, თხევადი გაზის დაბეგვრასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები უმოკლეს ვადაში მოგვარდება და სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად მიიღებს კუთვნილ თანხებს, ხოლო ბიზნესი კი კონკურენტულ გარემოს", - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი შავლეგ მიშველაძე
ქვეყნაში შექმნილი რეალობა, ალბათ ისე როგორც არასდროს, ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან მოითხოვს სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს, რაც მათ შორის მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების სრულად მობილიზებას და ამ კუთხით კვლავ არსებული ე.წ. “ხვრელების” ამოვსებას.
როგორც ვიუწყებოდით, საქართველოში ხორციელდება უაქციზო სასაქონლო კოდის (2901 10 000 00 - ორგანული ქიმიური ნაერთები, ნახშირწყალბადები, აციკლური გაჯერებული) გამოყენებით თხევადი გაზის იმპორტი და მისი შემდგომი რეალიზაცია როგორც თხევადი საავტომობილო გაზი (LPG).
ზემოაღნიშნულ სასაქონლო კოდზე არ ვრცელდება აქციზის გადასახადი, ვინაიდან აღნიშნული პროდუქცია ადრე გამოიყენებოდა ქიმიურ მრეწველობაში და მისი იმპორტი ხორციელდებოდა უმნიშვნელო რაოდენობით. დღეისათვის ამ კოდის გავლით უაქციზოდ განბაჟებული პროდუქტის მოცულობა კი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და როგორც ზემოთაც აღინიშნა ეს პროდუქტი გამოიყენება როგორც საავტომობილო თხევადი საწვავი.
უაქციზო სასაქონლო კოდის გამოყენებით თხევადი გაზის, ანუ ნავთობპროდუქტის იმპორტის განხორციელება, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად აზარალებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტს. ამასთან, შექმნილი არაკონკურენტული გარემოს გამო ზარალდებიან კეთილსინდისიერი მეწარმეები. ასევე ზარალდებიან მომხმარებლები, რომლებიც, საბოლოო ჯამში იღებენ არასტანდარტულ პროდუქტს.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივა და ლეგიტიმური თხოვნა საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრისა და ზოგადად თხევადი გაზის დაბეგვრის სფეროში დღეს არსებული პრობლემების მოგვარების კუთხით უკვე პარლამენტშია. დარწმუნებული ვართ, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიერ ოპერატიულად მოხდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც, ერთის მხრივ, შეაჩერებს იმ მნიშვნელოვან ზიანს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს ადგება და, მეორეს მხრივ, ამ სფეროშიც შექმნის და დაამკვიდრებს კონკურენტულ, თანაბარ პირობებს ყველა მონაწილისათვის, რაც ბიზნესის ჯანსაღი განვითარებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ატრიბუტია“, - ნაქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის