მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაიდენმა ტრამპის გადაწყვეტილება WHO-ს დატოვებასთან დაკავშირებით შეცვალა

60096502a912c
ნათია თაქთაქიშვილი
21.01.21 15:25
850
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, აშშ-ს მიერ მსოფლიო ჯანდაცვის ორგნიზაციის (WHO) დატოვებასთან დაკავშირებით, შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ჯო ბაიდენის განცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების კუთხით.

„აშშ მთელი ჩართულობით გააგრძელებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობას და მის მხარდაჭერას გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით“,- აღნიშნულია ჯო ბაიდენის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან (WHO) ურთიერთობას ეტაპობრივად გაწყვეტდა, რადგან ორგანიზაციის მუშაობით უკმაყოფილო იყო და მის ნაცვლად მსოფლიოში არსებულ სხვა ჯანდაცვის ორგანიზაციებს დააფინანსებდა.