მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაიდენი მდიდარი ამერიკელებისთვის გადასახადის ზრდას გეგმავს

640b1af3f0586
მარიამ ვარადაშვილი
10.03.23 16:03
618

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს წარუდგინა გეგმა, რომელიც მილიარდერებისთვის, ინვესტორებისთვის და კორპორაციებისთვის გადასახადების ზრდას ითვალისწინებს.

კერძოდ, პრეზიდენტის გეგმით მინიმუმ 25%-ით უნდა დაიბეგრონ ამერიკის ის მოქალაქეები, რომელთა ქონებაც 100 მლნ დოლარს გადააჭარბებს.

NBC წერს, რომ რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებად წარმომადგენელთა პალატაში ნაკლებად სავარაუდოა ბაიდენის წინადადებამ მხარდაჭერა მიიღოს. გადასახადების ზრდისგან შესული თანხა 2024 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის ხარჯების დაფარვას ემსახურება. თებერვალში კონგრესისთვის ყოველწლიურ მიმართვაში ჯო ბაიდენმა თქვა, რომ არცერთი მილიარდერი სკოლის მასწავლებელზე ან მეხანძრეზე ნაკლებ გადასახადს არ უნდა იხდიდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები