მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაიდენს, ბლინკენს, ჰარისს და კიდევ 900 ამერიკელს რუსეთში შესვლა აეკრძალა

6288e5586e68b
გიორგი თოლორდავა
21.05.22 17:31
943
საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციამ აშშ-ის 963 მოქალაქეს, მათ შორის, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი სია მოიცავს: ამერიკელ სენატორებს, კონგრესმენებს, მაღალი თანამდებობის პირებსა და დიპლომატებს.

სამინისტროს განმარტებით, შეზღუდვების აღნიშნული პაკეტი უვადოა და ის პირდაპირ კავშირშია აშშ-ის მთავრობის მიერ გატარებულ „რუსოფობიულ“ და „მტრულ“ პოლიტიკასთან.

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებსაც, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასს.