ღვინის ექსპორტი გაიზარდა. პირველ კვარტალში საექსპორტო ბაზრებზე 56.3 მლნ დოლარის ღვინო გავიდა. ღვინის ექსპორტის 67.5% კვლავ რუსეთის ბაზარზე მოდის. ამ ქვეყანაში 3 თვეში 38 მლნ დოლარის ღვინო გაიყიდა.
1 მლნ დოლარზე მეტის ღირებულების ღვინო რუსეთის გამოკლებით მხოლოდ 5 საექსპორტო ბაზარზე გავიდა. მათ შორის, მიმდინარე ომის მიუხედავად, რეიტინგში დაწინაურდა უკრაინა, სადაც წელს 3 მლნ დოლარზე მეტის ღირებულების ღვინოა გატანილი.
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრები / TOP 10
1. რუსეთი - 38.04 მლნ დოლარი
2. პოლონეთი - 3.15 მლნ დოლარი
3. უკრაინა - 3.12 მლნ დოლარი
4. ჩინეთი - 2.6 მლნ დოლარი
5. ყაზახეთი - 2.19 მლნ დოლარი
6. აშშ-1.14 მლნ დოლარი
7. გერმანია - 0.97 მლნ დოლარი
8. ლატვია - 0.95 მლნ დოლარი
9. ბელარუსი - 0.69 მლნ დოლარი
10. ლიეტუვა -0.50 მლნ დოლარი
საანგარიშო პერიოდში დაახლოებით 19.3 მლნ ლიტრი ღვინოა ექსპორტზე გატანილი. 1 ლიტრი ღვინის საექსპორტო საშუალო ფასი 2.92 აშშ დოლარია. მათ შორის, აშშ-ში საშუალო ფასი 6.5 დოლარს შეადგენდა. გასული წლის ამავე პერიოდში საშუალო საექსპორტო ფასი 2.98 აშშ დოლარი იყო.