საქართელოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დაკვეთით, ავსტრიულ-შვეიცარულმა კომპანია „დოპლმაიერ-გარავენტა ჯგუფმა“ ბაკურიანში სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა დაასრულა. დასრულებული საბაგიროების მუშაობას ადგილზე გაეცნო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
„რეკორდულ ვადებში დავასრულეთ ახალი საბაგიროების მშენებლობა დიდველზე. უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით აგებული სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა ავსტრიულ-შვეიცარიულმა ჯგუფმა „დოპელმაიერ გარავანტამ“ განახორციელა. საბაგიროები ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია იმ ახალი ინფრასტრუქტული პროექტების და ახალი სიცოცხლის, რასაც ვაძლევთ ბაკურიანს. როგორც იცით, 2023 წელს ბაკურიანი ფრი სტაილში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ ახალი პროექტებით ვპასუხობთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, 2021 წელს ბაკურიანი უკვე უმასპინძლებს პირველ შეჯიბრს ახალი საბაგიროებისა და ახალი ტრასების მეშვეობით. ეს იქნება პირველი სატესტო ღონისძიება ქროსის დისციპლინაში, სქი ქროსის მსოფლიო თასის ეტაპი.
„გარდა ამისა, მოხდა ბაკურიანის ძალიან დიდი ინფრასტრუქტურული განვითარება, აშენდა შემოვლითი გზა, რეაბილიტირდა ახალი გზა მიტარბამდე და კოხტამდე, გაკეთდა ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, იგეგმება რეკრეაციული ზონების განახლება. ყველაფერი ეს მოგვცემს მეტ შესაძლებლობას, რომ ვუმასპინძლოთ ბაკურიანში მეტ ტურისტს, რა თქმა უნდა უსაფრთხოების ზომისა და წესის დაცვით. გარდა ამისა, მთლიანად საქართველო უკვე დატანილი იქნება მსოფლიო დონის სპორტული შეჯიბრებების რუკაზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა, შესაბამისად, საბაგიროების მშენებლობა და ყველა ის პროექტი, რომელიც ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის განხორციელდება, კურორტ ბაკურიანს შემატებს ახალ სიცოცხლეს და შექმნის დასვენების მრავალფეროვან შესაძლებლობებს ზამთრის სპორტული სახეობების მოყვარულთათვის. ეს იქნება დამატებითი ინფრასტრუქტურა, რომელიც გაუმჯობესებული სერვისებით მოემსახურება ვიზიტორების გაზრდილ ოდენობას.
საბაგიროები არის 6 ადგილიანი სავარძლის ტიპის. სამივე საბაგიროს გამტარუნარიანობა ჯამში პირველ ეტაპზე საათში 5 400 მგზავრი იქნება, რომლის გაზრდაც ჯამურად 7 200 მგზავრამდე არის შესაძლებელი. ინოვაციური, უახლესი მოდელით შექმნილი საბაგიროები რეგიონში იმითაც გამოირჩევა, რომ მიწისქვეშა ფარეხი გააჩნია.
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?